Accessibility links

logo-print

იზრდება ინდოეთის ქალაქ ბომბეიში მომხდარი


იზრდება ინდოეთის ქალაქ ბომბეიში მომხდარი ორი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი.

იზრდება ინდოეთის ქალაქ ბომბეიში მომხდარი ორი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი.
უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 44, ხოლო დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ბომბები ნახევარსაათიანი ინტერვალით აფეთქდა დღეს, ქალაქის მთავარ საფინანსო კვარტალში, რომელიც, ამავე დროს, მუდამ სავსეა ტურისტებით. ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ორი ტაქსის საბარგულებში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო აფეთქებები. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ტელეფონით დაუკავშირდა ინდოეთის ლიდერებს და მათ აშშ-ის მთავრობის სამძიმარი გადასცა.
XS
SM
MD
LG