Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუსეინის


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუსეინის რეჟიმს ბირთვული შეტევის დაწყება შუძლია, მიღებულ იქნა ერაყელი დიქტატორის გარემოცვიდან,

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუსეინის რეჟიმს ბირთვული შეტევის დაწყება შუძლია, მიღებულ იქნა ერაყელი დიქტატორის გარემოცვიდან,
განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვნელმა ჯონ სკარლეტმა. სკარლეტმა ეს ჩვენება მისცა კომისიას, რომელიც სამხედრო სფეროში მრჩევლის დევიდ კელის სიკვდილის საქმეს იძიებს. კელი ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის გარშემო ატეხილი სკანდალის ყურადღების ცენტრში იყო. სკარლეტმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ერაყის რეჟიმის იარაღის შესახებ დოსიეს შექმნას, თქვა, რომ მისი უწყებაზე მთავრობა ზეწოლას არა ახდენდა. სკანდალი მაშინ დაიწყო, როცა "ბი-ბი-სიმ" გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ შეალამაზა ინფორმაცია ერაყის იარაღზე, რათა დაემტკიცებინა საფრთხე, რომელსაც ბაღდადი წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG