Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში, ბომბეიში გუშინ მოხდარ ტერაქტებში


ინდოეთში, ბომბეიში გუშინ მოხდარ ტერაქტებში, რომლის დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა,

ინდოეთში, ბომბეიში გუშინ მოხდარ ტერაქტებში, რომლის დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა,
ისლამისტებს ადანაშაულებენ ამ ქვეყნის პოლიტიკოსები. ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ინდოეთის ოფიციალურ პირები და პოლიცია აცხადებენ, რომ ამ ტერაქტების უკან პაკისტანელი შეიარაღებული ისლამისტები დგანან. ინდოეთის ვიცე-პრემიერმა ლალ კრიშნა ადვანიმ, რომელიც მკაცრი ხაზის მომხრეა პაკისტანის მიმართ, პაკისტანს ინდოეთის წინააღმდეგ "ტერორისტულ ომში" დასდო ბრალი. მან პაკისტანს მოუწოდა გადასცეს ინდოეთს ადრინდელ ტერაქტებში ეჭვმიტანილები. ადვანიმ თქვა, რომ აფეთქებზე პასუხიმგებელი პაკისტანის "ლაშკარ-ე-ტაიბას" გაერთიანებაა. პაკისტანმა გუშინ ბომბეიში მომხდარი დაგმო და მას ტერაქტები უწოდა.
XS
SM
MD
LG