Accessibility links

logo-print

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა პალესტინელთა დაჯგუფებებს ისრაელთან ზავის განახლებისკენ მოუწოდა.

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა პალესტინელთა დაჯგუფებებს ისრაელთან ზავის განახლებისკენ მოუწოდა.
ავტონომიის ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არაფატს. ამავე დროს პალესტინელმა ლიდერებმა კვლავ დაგმეს ისრაელის სამხედროების მიერ ექსტრემისთა ლიდერების მკვლელობა. ამ დღეებში ისრაელის ვერტმფრენებიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა დაჯგუფებების "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 4 აქტივისტი. მანამდე ექსტრემისტებმა დაარღვიეს ისრაელთან ზავი, რომელიც მათ ცალმხრივი წესით გამოაცხადეს. ოთხშაბას ისრაელის არმიამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 პალესტინელი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG