Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის თქმით, მისმა მთავრობამ ერაყის შეიარაღების შესახებ ანგარიში მოამზადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის თქმით, მისმა მთავრობამ ერაყის შეიარაღების შესახებ ანგარიში მოამზადა
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტების გაუზვიადებლად. ბლერმა დღეს ჩვენება მისცა ლონდონის საგანგებო კომისიას, რომელიც შეიარაღების ექსპერტ დევიდ კელის სიკვდილის გარემოებებს იძიებს. ბლერის თქმით, ბი-ბი-სის რეპორტაჟი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ დაზვერვის მონაცემების მანიპულაცია მოახდინა, რათა გაემყარებინა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების არგუმენტები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ბი-ბი-სის რეპორტაჟში წყაროდ კელი იყო მოხსენიებული. მთავრობის ექსპერტი მკვდარი იპოვეს გასულ თვეში. როგორც ვარაუდობენ, მან თავი მოიკლა. ბლერმა დღეს კომისიის წინაშე თქვა, რომ არ იცოდა, რომ კელი ერაყის შეიარაღების თაობაზე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG