Accessibility links

დღეს შესრულდა 40 წელი სამოქალაქო


დღეს შესრულდა 40 წელი სამოქალაქო უფლებების ამერიკელი დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის ლეგენდარული სიტყვიდან,

დღეს შესრულდა 40 წელი სამოქალაქო უფლებების ამერიკელი დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის ლეგენდარული სიტყვიდან,
რომელიც მან 1963 წლის 28 აგვისტოს, 200 ათასი ადამიანის წინაშე წარმოთქვა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან. [მარტინ ლუთერ კინგის ხმა] "ჩვენ შევძლებთ, დავაჩქაროთ ამ დღის დადგომა, თუ ყველა ღვთის შვილი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ებრაელი თუ არაებრაელი, პროტესტანტი თუ კათოლიკე, ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ და ზანგების ერთი ძველი სპირიჩუალის სიტყვებით ვიმღერებთ: თავისუფლებას ვეღირსე! თავისუფლებას ვეღირსე! მადლობა შენ, ყოვლისშემძლე ღმერთო, თავისუფლებას ვეღირსე!" მაშინ შავკანიანთა დიდი ნაწილი ხმის უფლებას მოკლებული იყო. ბევრმა ამ უფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. მარტინ ლუთერ კინგს 1964 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, ხოლო 1968 წელს იგი მოკლეს.
XS
SM
MD
LG