Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, არსებობს ავღანეთში ქართველი მშვიდობისდამცველების გაგზავნის პერსპექტივა,

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, არსებობს ავღანეთში ქართველი მშვიდობისდამცველების გაგზავნის პერსპექტივა,
მაგრამ საამისოდ აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სამთავრობო დონეზე. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს გენშტაბის უფროსის, ჯონი ფირცხალაიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდიდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს, ხოლო მეორე მხრივ, სასარგებლო პრაქტიკა იქნებოდა ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის. იმავე ინტერვიუში ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ ერაყში მყოფი ქართული სამშვიდობო ასეულის ოთხი მესანგრე 21 აგვისტოს შემთხვევითი გარემოებების გამო დაშავდა. როგორც გენერალმა ჟურნალისტებს უთხრა, ქართველი მესანგრეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ქუვეითის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში.
XS
SM
MD
LG