Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიდარ ალიევის ეპოქის დასასრული ახლოვდება


10 წლის წინ, 1993 წლის აგვისტოში, აზერბაიჯანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა ხელისუფლება ნებაყოფლობით გადასცა საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილ წევრს, ჰეიდარ ალიევს. ამ მოვლენებიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ, 80 წლის ალიევი, განსხვავებულ ვითარებაში იმყოფება. 30 წლის განმავლობაში სამრეთ კავაკასიის ამ ნავთობით მდიდარის ქვეყნის ხელმძღვანელი ერთი თვეა გადის მკურნალობის კურსს და მასზე, როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელზე სულ უფრო ნაკლებად საუბობენ. მიუხედავად ამისა, ჰეიდარ ალიევის პერსონის მიმართ ინტერესი კვლავაც ძალიან დიდია. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჰეიდარ ალიევის ბიოგრაფია ათასჯერ მაინც არის შესწავლილი: აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი და საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი, ერთ პერიოდში, მიხეილ გორბაჩოვის "პერესტროიკის" დროს, უმუშევარიც კი დარჩა.

მაგრამ სულ რაღაც სამი წელი დასჭირდა ჰეიდარ ალიევს, რათა კვლავ ჩასდგომოდა სათავეში აზერბაიჯანს, ოღონდ სხვა ჰიპოსტასში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 10 წლის წინ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, "სახალხო ფრონტმა" ნებაყოფლობით გადასცა ხელისუფლება ყოფილი საბჭოთა აზერბაიჯანის უშიშროების შეფს , რომელიც სასტიკად დევნიდა სხვაგვარადმოზაროვნე დისიდენტებს, ვინც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაზე ხმამაღლა ლაპარაკს გაბედავდა.

მართლაც ძალიან უცნაური ფაქტია.

მაგრამ ასე ყველა როდი ფიქრობს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტის ელხამ ნასიბოვის თქმით, პირველობისკენ სწრაფვა ჰეიდარ ალიევის ბუნებრივი მდგომარეობაა.

[ელხამ ნასიბოვის ხმა] "კი, ის დიქტატორია, ის აზერბაიჯანში მონარქიას ამყარებს - ეს ყველამ ივის. მაგრამ, როგორც ადამიანი, რის ხარჯზე ახერეხებს ამას - არავინ იცის. მას აქვს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი, მიზანსწრაფულობა, ადამიანების ცოდნა და ამ ყველაფერს ის თავისი, ასე ვთქვათ, ბნელი საქმეებისთვის იყენებს. ამისთვის იგი გასაკიცხია, მაგრამ გარკვეული ნიჭით რომ არის დაჯილდოებული, ამას ვერავინ უარყოფს."

და მართლაც ძნელი ჰეიდარ ალიევის შრომისმოყვარეობისა და პოლიტიკური ნებისყოფის გადაფასება. ღირს გავიხსენოთ, რომ 80 წლის იუბილეს წინა დღეს, სამხედრო აკადემიის ტრიბუნასთან მდგარ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორჯერ დაკარგა გრძნობა, დაცემის დროს შვიდი ნეკნის ძვალი დაიზიანა, მაგრამ ორჯერვე მოახერხა ტრიბუნასთან მისვლა, რათა სწორედ ასეთი აღბეჭდილიყო აუდიტორის მეხსიერებაში.

მაგრამ ეს იყო და ეს - რაც დრო გადის, ჰეიდარ ალიევის ფიზიკური ჯანმრთელობის მგომარეობა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. რამდენიმე კვირის წინ ზოგიერთმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ და პოლიტიკოსმა, მათ შორის აზერბაიჯანელი ხალხის დიდმა მეგობარმა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნაადრევად გამოიტირეს იგი.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოლიტიკურ ჯანმრთელობას. მიუხედავად ალიევის მიმდევრების მტკიცებისა, რომ ამერიკაში მყოფი ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, საეჭვოა, რომ ალიევმა შეძლოს ქვეყნის მართვა. ელხამ ნასიბოვის თქმით, ჰეიდარ ალიევს იმდენად უყვარს ძალაუფლება, რომ მასში არავის, საკუთარ შვილსაც კი არ ჩიაზიარებსო. და რაკი ილჰამ ალიევი, ქვეყნის მეორე პირი გახდა და ოფიციალურად დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად, ეს ნიშნავს, რომ ჰეიდარ ალიევის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.

გასარკვევი რჩება ის, თუ რამდენად უმტკივნეულო იქნება ხელისუფლების მამიდან-შვილზე გადაცემის ექსპერიმენტი და რამდენად გადამდები აღმოჩნდება იგი კლანური მმართველობის ნიშნების მატარებელი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG