Accessibility links

logo-print

პეკინში დამთავრდა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი


პეკინში დამთავრდა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

პეკინში დამთავრდა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ შეხვედრაზე ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს, ოფიციალურად გამოაცხადოს თავი ბირთვული იარაღის მფლობელად და ბირთვული გამოცდები ჩაატაროს. ეს ცნობა ასოშიეიტედ პრესისა და ფრანს პრესის სააგენტოებს მიაწოდა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. პეკინის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი უახლოესი ორი თვის მანძილზე უნდა გაიმართოს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ლოსიუკოვის ვარაუდით, შემდეგ შეხვედრასაც პეკინი უმასპინძლებს. გუშინ, მოლაპარაკების კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის დელეგაციების ხელმძღვანელების, ჯეიმს კელისა და კიმ იონ ირის არაოფიციალური შეხვედრა. მაგრამ ვაშინგტონი კვლავინდებურად კატეგორიულად უარყოფს ფხენიანთან ოფიციალური ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG