Accessibility links

logo-print

სამხრეთ ერაყში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე


სამხრეთ ერაყში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ბრიტანეთის ჯარის სარდლობის წარმომადგენლის,

სამხრეთ ერაყში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ბრიტანეთის ჯარის სარდლობის წარმომადგენლის,
ჰიშამ ჰალავის ცნობით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ ალი-ას-შარყისკენ მიმავალ ავტოკოლონას გზა გადაუღობა 30-მდე ერაყელმა, ხოლო ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. ჰალავის თქმით, ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - დაიჭრა. ათი ერაყელი დაკავებულ იქნა. დღესვე, ერაყში, ორ სხვადასხვა ინციდენტში, რვა ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა - ოთხი ქალაქ ფალუჯაში, ხოლო ოთხი - ბაღდადის ჩრდილოეთით, ქირქუქისა და ბალადის დამაკავშირებულ საავტომობილო გზაზე. კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებს ერაყში თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს.
XS
SM
MD
LG