Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა რვა ტანკი და ორი


ისრაელმა რვა ტანკი და ორი ჯავშნოსანი ბულდოზერი შეიყვანა ღაზის სექტორში - მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ექსტრემისტებმა რაკეტა ესროლეს ქალაქ აშკელონს.

ისრაელმა რვა ტანკი და ორი ჯავშნოსანი ბულდოზერი შეიყვანა ღაზის სექტორში - მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ექსტრემისტებმა რაკეტა ესროლეს ქალაქ აშკელონს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, მან თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რათა მომავალში ასეთი თავდასხმები აღარ განმეორდეს. "ყასამის" ტიპის რაკეტის აფეთქებას აშკელონში მნიშვნელოვანი ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია. აშკელონი ღაზის სექტორის საზღვრიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით, მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG