Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შიიტთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში


დღეს შიიტთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის მეჩეთის მახლობლად პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მძლავრი ბომბი აფეთქდა.

დღეს შიიტთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის მეჩეთის მახლობლად პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მძლავრი ბომბი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა აიათოლა მოჰამად ბაყერ ალ ჰაქიმი, ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მასთან ერთად თავდასხმას შეეწირა სულ მცირე 75 ადამიანი, დაიჭრა 140-ზე მეტი. ალ ჰაქიმზე თავდასხმა გასულ კვირაშიც მოეწყო, მაგრამ აიათოლა მას გადაურჩა. ალ ჰაქიმი ემინგრაციიდან იყო დარუნებული და ერაყის გაერთიანებას ესწრაფვოდა. ისლამური რევოლუციის საბჭოს აზრით, თავდასხმა ჰუსეინის მომხრეთ განახორციელეს. თეთრმა სახლმა დაგმო თავდასხმა და გამოაცხადა, რომ აშშ განაგშრძობს ტერორიზმთან ბრძოლას და ერაყის აღდგენას. თეთრმა სახლმა აქტი ტერორისტულად შეაფასა. ირანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტები არიან, სამდღიანი გლოვა გამოცხდაა ალ ჰაქიმის დაღუპვის გამო. დღესვე ერაყის სამხრეთში, ბასრაში აფეთქება მოხდა ბრიტანეთის ჯარის შტაბბინასთან, მისი შესესავლელიდან ას მეტრში. მსხვერპლი ამ არის.
XS
SM
MD
LG