Accessibility links

logo-print

პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში დასრულდა მრავალმხრივი


პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში დასრულდა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების გარშემო.

პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში დასრულდა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების გარშემო.
მოლაპარაკებაში 6 ქვეყნის წარმომადგენლები მოანაწილეობდნენ - საკუთრივ კომუნისტური კორეის, სამხრეთ კორეის, აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის და იაპონიის დელეგაციები. მათ მოილაპარაკეს, რომ შემდგომი რაუნდი ორ თვეში მოეწყობა, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუდგენიათ. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადენელმა კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის გამო და განაცხადა, რომ ამგვარი მრავალმხრივი ფორმატი კარგად მუშაობს, რადგან პხენიანს აღარ აქვს შესაძლებოდა სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა მოწოდება გაუგზავნოს. ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს, აშშ-ის უკომპრომისო პოზიციის გამო. ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის დაუყოვნებლივ უარყოფას თხოვს. ფხენიანი აცხადებს, რომ აშშ-მა მასთან პირველ რიგში თავდაუსხმელობის შეთანხმება უნდა დადოს.
XS
SM
MD
LG