Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება ჩრდილოეთი


ჩინეთი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გაგრძელდება,

ჩინეთი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გაგრძელდება,
მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანს ურყევი პოზიცია უკავია ამ საკითხში. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ვერ ხედავს ამ პრობლემის შემდგომი განხილვის აუცილებლობას. ფხენიანი ამტკიცებს, რომ მრავალმხრივი მოლაპარაკება მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე, რომლის პირველი წრე პარასკევს დამთავრდა პეკინში, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე უპრეცედენტო ზეწოლისთვის გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა. ჩინეთმა კვლავ განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად უნდა იქცეს.
XS
SM
MD
LG