Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავდება დაპირისპირება პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს


მწვავდება დაპირისპირება პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასსა და ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შორის.

მწვავდება დაპირისპირება პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასსა და ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შორის.
აბასის მიერ გადაყენებული, ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე მოჰამად აბუ შარია, რომელიც არაფატის უახლოესი თანამებრძოლია, ბრძანებას არ დაემორჩილა. მისი კანცელარია, ღაზაში, არაფატის შეიარაღებული მომხრეებითაა გარშემორტყმული. აბუ შარია აცხადებს, რომ არაფატის თანხმობით რჩება თავის თანამდებობაზე. მომავალ კვირაში ავტონომიის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება მაჰმუდ აბასის კაბინეტისათვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შესახებ.
XS
SM
MD
LG