Accessibility links

logo-print

კოლუმბიის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა


კოლუმბიის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა ყოფილი სენატორი,

კოლუმბიის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა ყოფილი სენატორი,
რომელსაც ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ. სამუელ სანტანდერ ლოპესიერა, რომელსაც მეტსახელად კოლუმბიაში "მალბორო" შეარქვეს, მის 14 თანამზრახველთან ერთად გასული წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. წაყენებული ბრალდების თანახმად ამ ადამიანებს არალეგალურად ჩაჰქონდათ შეერთებულ შტატებში კოკაინი. ყოფილი სენატორის გაცემა უპრეცედენტო შემთხვევაა კოლუმბიის ისტორიაში. "მალბორო" იმიტომ შეარქვეს ლოპესიერას, რომ ერთ დროს, სიგარეტის კონტრაბანდას ეწეოდა.
XS
SM
MD
LG