Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ განაცხადა


რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ბარენცის ზღვაში, სადაც წუხელ ატომური წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, დადგენილ ნორმას არ აღემატება.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ბარენცის ზღვაში, სადაც წუხელ ატომური წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, დადგენილ ნორმას არ აღემატება.
ათკაციანი ეკიპაჟიდან მაშველებმა მხოლოდ ერთი მეზღვაურის გადარჩენა შესძლეს. წყლიდან ორი დაღუპულის გვამები ამოიღეს. ქალაქ სევერომორსკში ჩასულმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 მეზღვაური, როგორც ჩანს, აღარაა ცოცხალი. რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ალექსანდრ სავენკოვმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავის კაპიტანი სერგეი ჟემჩუჟოვი ამჟამად დაკითხვაზეა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 40 წლის წინათ აგებული წყალქვეშა ნავის ატომური რეაქტორები 1989 წელს გააჩერეს, ამდენად ბარენცის ზღვაში ჩაძირული წყალქვეშა ნავი ეკოლოგიური თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG