Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის გაზეთმა "ობსერვერმა" დღეს გამოაქვეყნა


ბრიტანეთის გაზეთმა "ობსერვერმა" დღეს გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება,

ბრიტანეთის გაზეთმა "ობსერვერმა" დღეს გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება,
რომელიც სამხედრო ექსპერტმა დევიდ კელიმ მოამზადა ერაყში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ მართალია უმნიშვნელოა დღეს ის მუქარა, სადაც ჰუსეინის რეჟიმი რომ წარმოადგენს, ბაღდადი სამი ათწლეულის განმავლობაში ჰქმნიდა სამხედრო და ტერორისტული მიზნებისთვის მასობრივი განადგურების იარაღს. მას შემდეგ რაც გაეროს 12-წლიანი მცდელობა განეიარაღებინა ერაყი უშედეგო აღმოჩნდა, სამხედრო ძალა რჩება ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად, - წერდა თავის საანგარიშო მოხსენებაში დევიდ კელი. დოქტორმა კელიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც გახმაურებული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როცა ბიბისიმ კელის ნათქვამზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა - ბრიტანეთის მთავრობამ ომის დაწყების მიზნით ერაყიდან მომდინარე საფრთხე გააზვიადაო.
XS
SM
MD
LG