Accessibility links

logo-print

ირანის ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსმა


ირანის ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსმა ღოლამრეზა აღაზადემ ევროპის საბჭოს მოუწოდა

ირანის ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსმა ღოლამრეზა აღაზადემ ევროპის საბჭოს მოუწოდა
- არ გადააქციოს პოლიტიკურ პრობლემად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხი. აღაზადემ ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრ ხავიერ სოლანასთან შეხვედრისას განაცხადა ეს თეირანში. შაბათს სოლანამ მოუწოდა ირანს - ამომწურავი ახსნა-განმარტება წარმოადგინოს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ და ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც გაეროს ექსპერტებს მისცემს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ირანში ნებისმიერი ბირთვული ობიექტი. შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს ირანს და სურს, რომ ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი გახდეს.
XS
SM
MD
LG