Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ დაუდევრობა და აჩქარება გახდა ბარენცის ზღვაში

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ დაუდევრობა და აჩქარება გახდა ბარენცის ზღვაში
ატომური წყალქვეშა ნავის კ-159-ის დაღუპვის მიზეზი. ტრაგედია შაბათს გამთენიისას მოხდა, როცა ხომალდი ბუქსირს მიჰყავდა ნავსადგურ პოლიარნიში. გრძელდება წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების ძებნა, თუმცა როგორც სერგეი ივანოვმა განაცხადა, გადაწურულია უკვე ყოველგვარი იმედი, რომ ცოცხალს ნახავენ ეკიპაჟის რომელიმე წევრს. ათი მეზღვაურიდან მხოლოდ ერთის, უფროსი ლეიტენანტის მაქსიმ ციბულსკის გადარჩენა მოხერხდა. ნახეს ორი დაღუპულის - მესამე რანგის კაპიტნის მიხაილ გუროვისა და მთავარი სტარშინის ანდრეი კნიაზევის გვამები. წყალქვეშა ნავის დაღუპვასთან დაკავშირებით ჩრდილოეთის ფლოტსა და მურმანსკის ოლქში დღეს გლოვაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG