Accessibility links

შიიტების სულიერი ლიდერი, აიათოლა მოჰამედ


შიიტების სულიერი ლიდერი, აიათოლა მოჰამედ ბაქირ ალ-ჰაქიმი პარასკევს დაიღუპა ქალაქ ნაჯაფში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.

შიიტების სულიერი ლიდერი, აიათოლა მოჰამედ ბაქირ ალ-ჰაქიმი პარასკევს დაიღუპა ქალაქ ნაჯაფში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.
ალ-ჰაქიმს სამშაბათს დაკრძალავენ ქალაქ კარბალაში. ერაყის პოლიციამ ხსენებული აფეთქების თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააპატიმრა დღეს საუდის არაბეთის საზღვართან. ადგილობრივ ხელისუფალთა მონაცემებით, ამ საქმის გამოძიების მსვლელობისას 5 ერაყელია დაკავებული. ადრე 19 დაპატიმრებულის შესახებ იუწყებოდნენ. გაერომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ამცირებენ ერაყში მივლინებულ თავიანთ თანამშრომელთა რიცხვს. კვირას, ამერიკის ჯარი ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში შევიდა, სადაც მორიგ ოპერაციას ატარებს ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის შესაპყრობად. ასეთივე რეიდი ჩატარდა ქალაქ ჰამრინშიც, რომელიც ოც კილომეტრშია თიქრითის აღმოსავლეთით. სამხედროებს მიღებული აქვთ ინფორმაცია, რომ სადამ ჰუსეინი შესაძლოა ხსენებულ რაიონებში იმალება.
XS
SM
MD
LG