Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ეუთოს მიერ შეთავაზებული სამი კანდიდატიდან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ეუთოს მიერ შეთავაზებული სამი კანდიდატიდან
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი ომბუცმენ ნანა დევდარიანზე შეაჩერა. დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ნანა დევდარიანი ფლობს ყველა იმ თვისებას, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ესაჭიროება: უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობას, დიდ გამოცდილებასა და ავტორიტეტს. დღესვე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე იგი სრულიად მიუკერძოებელი იქნება და არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპათიით არ განეწყობა. მისივე თქმით, იგი უკვე სამი წელია არც ერთი პარტიის წევრი აღარ არის. 2000 წლამდე დევდარიანი სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. დევდარიანის გარდა ეუთომ საქართველოს პრეზიდენტს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად შესთავაზა დავით უსუფაშვილისა და ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურები.
XS
SM
MD
LG