Accessibility links

logo-print

კოსოვოში მყოფმა ნატოს სამშვიდობო ჯარმა


კოსოვოში მყოფმა ნატოს სამშვიდობო ჯარმა და გაეროს ეგიდით მოქმედმა პოლიციამ დღეს ერთთვიანი ამნისტია გამოაცხადეს

კოსოვოში მყოფმა ნატოს სამშვიდობო ჯარმა და გაეროს ეგიდით მოქმედმა პოლიციამ დღეს ერთთვიანი ამნისტია გამოაცხადეს
იმ იმედით, რომ კოსოვოელები არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარებას დაიწყებენ. ნატოს სამშვიდობო ჯარის სარდალმა ფაბიო მინიმ კოსოვოელ ალბანელებსა და სერბებს მოუწოდა, აღიარონ, რომ კოსოვოს ომი დამთავრებულია და ჩააბარონ იარაღი. როგორც პროვონციაში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ჰარი ჰოლკერიმ განმარტა, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, იარაღის უკანონო ფლობა რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გათვალისწინებულია, აგრეთვე, ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა 8200 ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას უტოლდება.
XS
SM
MD
LG