Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დასრულდა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება.


ერაყში დასრულდა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება.

ერაყში დასრულდა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება.
25-წევრიან კაბინეტს - ერაყის მმართველ საბჭოს - ქვეყნის მართვა დაევალა მომავალი წლის საყოველთაო არჩევნებამდე. საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჰოშიარ ალ-ზიბარიმ, ხოლო ნავთობის მინისტრის პოსტი იბრაჰიმ მოჰამედ ბაჰრ ალ-ულუმმა დაიკავა. კაბინეტში ყველაზე მეტი ადგილი - 13 - შიიტებს ერგოთ. ხუთ-ხუთი ადგილი სუნიტმა არაბებმა და ქურთებმა დაიკავეს. ერთი მინისტრი ეთნიკური თურქია და ერთიც -ქრისტიანი. მმართველ ორგანოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს. ერაყის მმართველობა აშშ-ის წარმომადგენლის, პოლ ბრემერის ხელში რჩება. ამასობაში, ათიათასობით ერაყელი ეთხოვება შიიტების სულიერ ლიდერს, აიათოლა მოჰამედ ბაქირ ალ-ჰაკიმს, რომელიც პარასკევს, ნაჯაფის მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ალ-ჰაკიმს ხვალ დაკრძალავენ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ერაყის ხელისუფლებას დახმარებას უწევს ნაჯაფის აფეთქების გამოძიებაში და ცდილობს, დაადგინოს, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ აფეთქებასა და უწინდელ ტერაქტებს, კერძოდ ბაღდადში, გაეროს წარმომადგენლობასთან და იორდანიის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებს შორის. ირანის წმიდა ქალაქ ყომში შიიტ მაჰმადიანთა სულიერმა ლიდერმა, დიდმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას ერაყში შექმნილი არასტაბილური სიტუაციისთვის.
XS
SM
MD
LG