Accessibility links

logo-print

სამხრეთ ავღანეთში თალიბანის მებრძოლებმა, სულ


სამხრეთ ავღანეთში თალიბანის მებრძოლებმა, სულ ცოტა, 11 ავღანელი მოკლეს.

სამხრეთ ავღანეთში თალიბანის მებრძოლებმა, სულ ცოტა, 11 ავღანელი მოკლეს.
ზაბულის პროვინციის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ხალილ ჰოტაკის ცნობით, ამ პროვინციასა და მეზობელ ურუზგანში შვიდი პოლიციელი და ორი ჯარისკაცი დაიღუპნენ. კიდევ ერთ ინციდენტში მოკლეს აშშ-ის კომპანიის ორი მცველი. დღესვე ავღანეთის მთავრობამ უარყო გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, თითქოს მას - ზაბულის პროვინციაში ბრძოლის დამთავრების მიზნით - მოლაპარაკება დაეწყოს თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლებთან. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა ჯავედ ლუდინმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, ისლამაბადში მოქმედი საინფორმაციო სააგენტოს, ავღანეთის ისლამური პრესის ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. [ჯავედ ლუდინის ხმა] "ეს ცნობები მოსახლეობაში დაბნეულობას იწვევს. ისინი სიმართლეს არ შეესაბამება. ავღანეთის მთავრობა მთელი ავღანელი ხალხის მთავრობაა, ავღანეთი ყველა ავღანელის სამშობლოა. მაგრამ ტერორისტებს არაფერი ესაქმებათ ავღანეთის არც ერთ ნაწილში. და როცა ისინი ხელში იარაღს იღებენ, მათთან მოლაპარაკება არ იქნება. იქნება მათს წინააღმდეგ ბრძოლა." შეგახსენებთ, რომ ზაბულის პროვინციაში მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს. აშშ-ის ავიაცია ბომბებს უშენს "თალიბანისა" და "ალ- ყაიდის" მებრძოლთა პოზიციებს.
XS
SM
MD
LG