Accessibility links

გაურკვეველი რჩება, გაიმართება თუ არა


გაურკვეველი რჩება, გაიმართება თუ არა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით,

გაურკვეველი რჩება, გაიმართება თუ არა მრავალმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით,
და თუ გაიმართება, როდის. სამხრეთი კორეის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნ იუნგ კვანმა არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკება, შესაძლოა, ჩაიშალოს. დღესვე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვანგ იმ, განაცხადა, რომ გასულ კვირაში, ექვსი ქვეყნის მონაწილეობით, პეკინში გამართულ მოლაპარაკებაზე, პროგრესი ვაშინგტონის პოლიტიკამ შეაფერხა. სამხრეთი კორეისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დღეს მოლაპარაკების მონაწილეებს უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდეს, რათა ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარება რეალური გახდეს. პეკინის შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებამ მხოლოდ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ფხენიანი, რომ მან უნდა განაგრძოს ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობა.
XS
SM
MD
LG