Accessibility links

ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესი


ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესი სექტემბრის ბოლოსთვის დაიწყება.

ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესი სექტემბრის ბოლოსთვის დაიწყება.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოში ჩასული რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩეჩნეთის საქმეთა მინისტრმა სტანისლავ ილიასოვმა. დღეს ილიასოვი საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტანისლავ ილიასოვის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მზად არის, ლტოლვილები საცხოვრებლითა და სამსახურით უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG