Accessibility links

logo-print

შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებიდან, რომლებიც


გიორგი კაკაბაძე, თბილისი შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებიდან, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებსა და ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შანსებს.


"რკინის ნინო შევარდნაძის წინააღმდეგ" - ამ სათაურით ბეჭდავს 27 აგვისტოს გაზეთი "როსიისკიე ვესტი" წერილს, რომლის მიხედვით,
"ბოლო თვეებში წინა პოზიციაზე წამოიწია საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ."
გაზეთის თქმით:

"გარეგნულად მიმზიდველი ქალი, პროფესიულად მომზადებული იურისტი (მან საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში დაიცვა), იგი დიდ ხანს იყო იმ "მოქალაქეთა კავშირის" აქტივისტი, რომელსაც შევარდნაძე მეთაურობდა. მაგრამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მისი გამოსვლების ტონალობა სულ უფრო მეტად იძენდა ოპოზიციურ ელფერს, სულ ახლახან კი ბურჯანაძემ ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას და ის თვითდისკრედიტაციაში დაადანაშაულა."

"ნინო ბურჯანაძის გარშემო ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას რამდენიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს: ჯერ ერთი, საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე, ამჟამინდელი სპიკერის ფიგურა შეიძლება მისაღები იყოს როგორც აშშ-თვის, ისე რუსეთისთვის, რომლებიც დიდ კავკასიაში გავლენის მოპოვებისთვის მეტოქეებად გვევლინებიან; მეორეც - შიდაპოლიტიკურ სფეროში "რკინის ნინოს" გავლენის ქვეშ მოხვდება რადიკალურად განწყობილი არაერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად მოღვაწეობის საშუალებას, მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით; მესამეც - ბურჯანაძის ეკონომიკური პოლიტიკა, მისი განცხადებებისა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან კონსულტაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თანამიმდევრული და მოზომილი იქნება."

თუმცა, როგორც "როსიისკიე ვესტი" წერს, "ეს გათვლები შეიძლება რეალობის შესაბამისი არ აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკურ არენაზე თავისი მემკვიდრის წარმოჩენას შეძლებს, რის შესახებაც მან მაგრამ ამისთვის მას დასჭირდება მხარდაჭერა როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნიშანდობლივი ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უთმობს. როგორც ჩანს, იგი გრძნობს, რომ ვაშინგტონის ნდობის ლიმიტს კარგავს და არ ამბობს უარს იმაზე, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე ითამაშოს."

28 აგვისტოს "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ ზამთრამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ საქართველოს პროვინციების მოსახლეობა ენერგომომარაგების ზამთრის გრაფიკით, ანუ უშუქოდ, ცხოვრებისათვის.

"როგორც გაზეთს განუცხადეს, გადაწყვეტილება საქართველოს 23 რაიონისათვის შუქის გათიშვის თაობაზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ქრონიკულმა და ტოტალურმა გადაუხდელობამ განაპირობა. "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "შავ სიაში" მოხვედრილი რაიონების ელექტრომომარაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ისინი გადახდის მაჩვენებლებს გააუმჯობესებენ. იმავე დღეს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს ელექტროენერგიის თუმცა, როგორც გაზეთი წერს, სახელმწიფოს მეთაურს აღარ როგორ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ საფასური მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, რომელიც ყველაზე ძვირია დსთ-ის ქვეყნებში."

26 აგვისტოს გაზეთ "კომერსანტის" თქმით კი, "საქართველოს ფინანსებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბიუჯეტის საფუძველს წარმოადგენს არა ადგილობრივი წარმოებიდან მიღებული შემოსავლები, არამედ საზღვარგარეთიდან შემოსული მრავალნაირი, ხშირ შემთხვევაში, უსასყიდლო თანხები.
XS
SM
MD
LG