Accessibility links

logo-print

ერაყში, შიიტთა ცენტრში ნაჯაფში დაკრძალეს


ერაყში, შიიტთა ცენტრში ნაჯაფში დაკრძალეს მაჰმადიან შიიტთა ლიდერის აიათოლა ალ ჰაქიმის ნეშტი. ის ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა გასულ პარასკევს.

ერაყში, შიიტთა ცენტრში ნაჯაფში დაკრძალეს მაჰმადიან შიიტთა ლიდერის აიათოლა ალ ჰაქიმის ნეშტი. ის ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა გასულ პარასკევს.
დაკრძალვას მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა. დაკრძალვამდე სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა ერაყის სხვა ქალაქებშიც. იმის გამო, რომ გარდაცვლილის ცხედრის აღდგენა არ მოხერხდა, ოჯახმა სიმბოლურად დაასაფლავა კუბო ჰაქიმის საათით, საწერი კალმით და საქორწინო ბეჭდით.
ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურმა პოლ ბრემერმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის საოკუპაციო ხელისუფლება ძალაუფლებას ერაყის ახალ მთავრობას გადაულოცავს. ბრემერმა თქვა, რომ მთავრობის 25 ახალი მინიტრის დასახელება ერაყის სუვერენიტეტის შექმნის გზაზე ბოლო ნაბიჯი იყო: [ბრემერის ხმა] "ერაყის სუვერენიტეტის გზაზე მმართველმა საბჭომ ახალი ნაბიჯი გადადგა - დაასახელა ახალი მინისტრები, რომლებიც მმართველი საბჭოს სამსახურში იქნებიან, მათ ხელში იქნება მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა". პოლ ბრემერმა დღესვე განაცხადა, რომ ერაყის სახელმწიფო პოლიციის ჯარის რაოდენობა გაიზრდება. ერთი ადამიანი - პოლიციელი - დაიღუპა და 14 დაშავდა, როცა ბაღდადში პოლიციის შენობის მახლობლად აფეთქდა ავტომანქანაში ჩადებული ბომბი.


XS
SM
MD
LG