Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში მეამბოხეებმა მოკლეს ორი პოლიციელი


ჩეჩნეთში მეამბოხეებმა მოკლეს ორი პოლიციელი და პრომოსკოვურად განწყობილი ოფიციალური პირი.

ჩეჩნეთში მეამბოხეებმა მოკლეს ორი პოლიციელი და პრომოსკოვურად განწყობილი ოფიციალური პირი.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს "იტარ-ტასის" ცნობით, პოლიციელთა მკვლელობა დოჟაი იურტში მოხდა. ოფიციალურ პირს კი დედაქალაქ გროზნოს მახლობლად დესხნენ თავს. ამავე ინფორმაციით, სოფელ სამაშკისთან რუსეთის არმიამ ორი ჩეჩენი მებრძოლი დახოცა. დღესვე მოსკოველმა საქმოსანმა ჰუსაინ ჯაბრაილოვმა თავისი კანდიდატურა მოხსნა ჩეჩნეთის საპრეზიდენიტო არჩევნებიდან. არჩევნები 5 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი, მასში 10 ოფიციალური კადნიდატი მონაწილეობს. რუსეთის მინისტრმა ჩეჩნეთის საკითხებში სტანისლავ ილიასოვმა გამოაცხადა, რომ საქართელოში პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩნიდან ლტოლვილი მოქალაქეები საცხოვრებელს და კომპენსაციას მიიღებენ თუკი შინ დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG