Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა თქვა, რომ პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფათი, რომელიც მისი თქმით,

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა თქვა, რომ პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფათი, რომელიც მისი თქმით,
სამშვიდობო პროცესს ხელს უშლის, პალესტინელთა ტერიტორიიდან გასახლებულ უნდა იქნეს წლის ბოლომდე. მოფაზის თქმით არაფატს არასოდეს სურდა ისრაელთან შეთანხმება და ყოველთვის წინააღმდეგობას წარმოადგენდა სამშვიდობო გეგმისთვის, ისევე როგორც პალესტინელთა თვითმმართველობის მთავრობის მეთაურის მაჰმუდ აბასისთვის. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა იცოდა, რომ ადრე ისრაელი არ აპირებდა არაფატის გაძევებას და ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა. ბაუჩერმა თქვა, რომ ვაშინგტონი არაფატს პრობლემად მიიჩნევს, მისი თქმით, არაფატმა პალესტინელთა ახალ მთავრობასთან უნდ ითანამშრომლოს. დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელთა ტერიტორიაზე ქალაქ ჯენინთან ერთი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG