Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 35-ზე


ოთხი ადამიანი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა დღეს კისლოვოდსკი-მინერალური წყლების მატარებლის აფეთქების შედეგად.

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა დღეს კისლოვოდსკი-მინერალური წყლების მატარებლის აფეთქების შედეგად.
იტარ-ტასის ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ერთი დაზარალებული. დაშავებულთა უდიდესი ნაწილი სტუდენტებია. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა, ექიმების აზრით, კრიტიკულია. როგორც რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, გამოძიებამ დააკავა აფეთქებაში ეჭვმიტანილები. მათი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ დაკავებულია დაჭრილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. წინასწარი გამოძიება ცხადყოფს, რომ სარკინიგზო ხაზზე მოთავსებული იყო დისტანციური მართვის ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.
XS
SM
MD
LG