Accessibility links

ევროპაში ნატოს ჯარების მეთაური, ამერიკის


ევროპაში ნატოს ჯარების მეთაური, ამერიკის გენერალი ჯეიმს ჯონსი ანკარაში განიხილავს ერაყში თურქეთის ჯარების განთავსების შესაძლებლობას.

ევროპაში ნატოს ჯარების მეთაური, ამერიკის გენერალი ჯეიმს ჯონსი ანკარაში განიხილავს ერაყში თურქეთის ჯარების განთავსების შესაძლებლობას.
[ჯონსის ხმა] "შეერთებული შტატები მიესალმება ნებისმიერი სახის დახმარებას ერაყში მიმდინარე მნიშვნელოვანი ძალისხმევის სფეროში. ეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხია თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და სხვა ქვეყნებს შორისაც. მე მიმაჩნია, რომ მრავალი დისკუსია გვექნება ამ დონეებზე და უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი." ჯონსმა ეს განცხადება გააკეთა თურქეთის თავდაცვის მინისტრ ვეჯდი გონულთან შეხვედრის წინ. მიმდინარე კვირაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა არ გამორიცხა, რომ თურქეთის სამხედროები ერაყში იქნებიან დისლოცირებული. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება შეიძლება მთავრობამ მიიღოს, შემდეგ იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG