Accessibility links

logo-print

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი პალესტინელების


პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი პალესტინელების პარლამენტისაგან მოითხოვს ან მხარდაჭერას, ან კიდევ თანამდებობიდან გათავისუფლებას.

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი პალესტინელების პარლამენტისაგან მოითხოვს ან მხარდაჭერას, ან კიდევ თანამდებობიდან გათავისუფლებას.
როგორც აბასმა რამალაჰში პარლამენტის საგანგებო სესიაზე აღნიშნა, მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წინსვლის მიღწევა საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის, იგივე "გზამკვლევის" განხორციელების საქმეში. გარდა ამისა, აბასმა ექსტრემისტებზე ისრაელის ბოლოდროიენდელი თავდასხმა დაასახელა 7-კვირიანი ზავის შეწყვეტის მიზეზად: [მაჰმუდ აბასის ხმა] "ისრაელის თავდასხმებმა ნაბლუსსა და ჰებრონში გამოიწვია ზავის შეწყვეტა". იქვე აბასმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები, რომელიც, მისი შეფასებით, საკმარის ზომებს არ იღებს ისრაელის იერიშების აღსაკვეთად. პალესტინელთა პარლამენტმა შაბათისათვის დანიშნა სესია აბასის გამოსვლაზე მსჯელობის მიზნით.
XS
SM
MD
LG