Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკის ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ


ერაყში ამერიკის ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ რიკარდო სანჩესის განცხადებით, ერაყში მეტი უცხოელი ჯარისკაცია საჭირო უშიშროების სფეროში პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

ერაყში ამერიკის ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ რიკარდო სანჩესის განცხადებით, ერაყში მეტი უცხოელი ჯარისკაცია საჭირო უშიშროების სფეროში პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად.
როგორც სანჩესმა ბაღდადში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერაყში შიდა კონფლიქტი რომ მოხდეს - დავუშვათ, დაპირისპირება მოქიშპე ეთნიკურ ჯგუფებს შორის - მის განკარგულებაში არ იქნებოდა საკმარისი რაოდენობის ჯარები პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე სანჩესის თქმით, იერიშები, რომლებიც ახლა ხორციელდება კოალიციის ჯარებზე, ადვილი აღსაკვეთი არ არის. [სანჩესის ხმა] "ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მანქანის აფეთქება ტერაქტია. ასეთი აქტების გამო საქმე გვაქვს ანტიტერორისტულ პრობლემასთან და დაზვერვა, რომელიც საშუალებას გაძლევს, წინასწარ აღკვეთო, ან დაამარცხო ტერორისტი, რომელიც ასეთი აქტის მოწყობას ლამობს, რთული საქმეა". თუმცა ასევე სანჩესის თქმით, ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდა საჭირო არ არის. ასევე ბაღდადიდან მოსული ინფორმაციით, იქ დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი ჩავიდა. ამ ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი.
XS
SM
MD
LG