Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შესაძლოა, ჯარისკაცები გააგზავნოს ერაყში


რუსეთმა შესაძლოა, ჯარისკაცები გააგზავნოს ერაყში გაეროს ეგიდით მრავალეროვან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთმა შესაძლოა, ჯარისკაცები გააგზავნოს ერაყში გაეროს ეგიდით მრავალეროვან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. ის გამოეხმაურა შეერთებული შტატების გეგმას, გაეროში შეიტანოს მორიგი რეზოლუციის პროექტი ერაყის საკითხზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესებში შედის კანონიერებისა და წესრიგის რაც შეიძლება მალე აღდგენა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჩინეთის მიზნებს შეესაბამება ამერიკის მისწრაფება ერაყში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების მოპოვებისაკენ. აშშ გამოდის მოწოდებით, მხარდაჭერა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ, რომელიც გაეროს წევრებისაგან მოითხოვს ერაყში სამხედრო მოსამსახურეებისა და დახმარების გაგზავნას.
XS
SM
MD
LG