Accessibility links

სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით ქართველი და

სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრაზე, რომელიც თბილისში 2-3 აგვისტოს გაიმართა, ისევ ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შევხედრის დროს რუსეთის მხარემ საქართველოსათვის აბსოლუტურად მიუღებელი წინადადებები წამოაყენა გუდაუთის ბაზის თაობაზე: კერძოდ, მოითხოვა ბაზის შენარჩუნება და თან უარი თქვა უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საერთაშორისო ინსპექტორებისათვის, ვინც უნდა შეამოწმოს, ასრულებს თუ არა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებას გუდაუთის ბაზის დახურვის საკითხში. ვერ მიაღწიეს ასევე შეთანხმებას ახალქალაქიდან და ბათუმიდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე. რუსეთის მხარემ საამისოდ ისევ 11 წელი მოითხოვა, მაშინ როცა საქართველო 3 წელსაც საკმარისად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG