Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის


აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, განიხილოს შენიშვნები, რომლებიც უკავშირდება ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, განიხილოს შენიშვნები, რომლებიც უკავშირდება ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტს.
ეს რეზოლუცია, რომელიც აშშ-მა მოამზადა, ითვალისწინებს გაეროს დაყაბულებას ერაყში ამერიკის სარდლობით მრავალეროვანი ჯარების განთავსებაზე. პაუელის დღევანდელ კომენტარს წინ უსწრებდა რეზოლუციის პროექტის მიმართ გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მიერ გამოთქმული კრიტიკა. შრიოდერმა და შირაკმა გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს გაეროსათვის სათანადო ძალაუფლების ჩაბარებას. ამ გამოხმაურების საპასუხოდ პაუელმა ვაშინგტონში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სიამოვნებით შეისწავლის პარიზისა და ბერლინის მოსაზრებებს. აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მრავალეროვან ჯარებში მონაწილეობის გარდა წვლილი უნდა შეიტანონ ერაყის რეკონსტრუქციის დაფინანსებაში.
XS
SM
MD
LG