Accessibility links

logo-print

იტალიას სურს, მიიღოს ზომები ევროპაში


იტალიას სურს, მიიღოს ზომები ევროპაში იმ უთანხმოების აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოიწვია ერაყის შესახებ გაეროს ახალი რეზოლუციის პროექტმა, შეთავაზებულმა აშშ-ის მიერ.

იტალიას სურს, მიიღოს ზომები ევროპაში იმ უთანხმოების აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოიწვია ერაყის შესახებ გაეროს ახალი რეზოლუციის პროექტმა, შეთავაზებულმა აშშ-ის მიერ.
აი, რა თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე: [ფრატინის ხმა] "მჯერა, რომ ერაყის შესახებ რეზოლუციის კარგად შესწავლა და დამტკიცება ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენში, ევროპელებში ურთიერთგაგების აღდგენას". ფრატინიმ პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იმსჯელებს თავის ევროპელ კოლეგებთან, როცა მათ პარასკევს იტალიაში არაფორმალურ შეხვედრაზე უმასპინძლებს. იტალია ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG