Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უშიშროების საბჭომ, მძიმე კრიმინოგენული


ეროვნული უშიშროების საბჭომ, მძიმე კრიმინოგენული ვითარების მოგვარების მიზნით, სვანეთში სპეცოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა.

ეროვნული უშიშროების საბჭომ, მძიმე კრიმინოგენული ვითარების მოგვარების მიზნით, სვანეთში სპეცოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა.
ოპერაცია შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ძალებით უნდა ჩატარდეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი არ არის სვანეთში განსაკუთრებული ძალების შეყვანაზე; საქმე ეხება პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას, რაც მიმართული იქნება კონკრეტული კრიმინალური ელემენტებისა და ძებნილების დაკავებისკენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია ადასტურებს, რომ სვანეთს დიდი რაოდენობით კრიმინალური ელემენტები აფარებენ თავს. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება.
XS
SM
MD
LG