Accessibility links

ახალმა მემარჯვენეებმა და ლიბერალურმა პარტიამ


ახალმა მემარჯვენეებმა და ლიბერალურმა პარტიამ ხელი მოაწერეს განცხადებას ამ ორი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების შესახებ.

ახალმა მემარჯვენეებმა და ლიბერალურმა პარტიამ ხელი მოაწერეს განცხადებას ამ ორი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების შესახებ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, ეს არის არა საარჩევნო გაერთიანება, არამედ მსოფლმხედველობრივ პრინციპებზე დაფუძნებული ერთობა, რომელიც გულისხმობს ერთი დიდი მემარჯვენე პოლიტიკური ძალის შექმნას. გამყრელიძემ დასძინა, რომ გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" სახელწოდებით იმოქმედებს და, თუ ტექნიკურად მოესწრო, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გაერთიანებით პროცესი დასრულდება. იმავე პრესკონფერენციაზე ლიბერალური პარტიის ლიდერმა რევაზ შავიშვილმა განაცხადა, რომ განიხილებოდა საკითხი პარტიის ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატებში" გაერთიანების შესახებ, რაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ მომავალში, შავიშვილის თქმით, მემარჯვენე ძალთა გაერთიანება გამორიცხული არ არის.
XS
SM
MD
LG