Accessibility links

logo-print

"რუსეთის ჯარები საქართველოს აუცილებლად დატოვებენ


"რუსეთის ჯარები საქართველოს აუცილებლად დატოვებენ და ამ საკითხზე ილუზიები რუსეთის წარმომადგენლებსაც კი არ გააჩნიათ" -

"რუსეთის ჯარები საქართველოს აუცილებლად დატოვებენ და ამ საკითხზე ილუზიები რუსეთის წარმომადგენლებსაც კი არ გააჩნიათ" -
განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხზე გამართულ ორმხრივ კონსულტაციებს, რომელიც მიმდინარე კვირაში დამთავრდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზების გატანის ვადების საკითხში მხარეებმა პროგრესს ვერ მიაღწიეს, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, კონსულტაციების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ დეკადაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG