Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 15


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოს წარმომადგენლები დღეს არაოფიციალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ,

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოს წარმომადგენლები დღეს არაოფიციალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ,
რათა განიხილონ აშშ-ის მიერ ერაყის საკითხზე შემუშავებული რეზოლუციის პროექტი. უშიშროების საბჭოს წევრთა პოზიციები გაიყო. რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ აუცილებელია რეზოლუციის პროექტში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც ერაყში გაეროს როლს გააძლიერებდა. დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბულგარეთი პირიქით, მიესალმნენ ვაშინგტონის ინიციატივას და მას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. ასევე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც დღეს იტალიის ალპებში ორდღიან არაოფიციალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯეკ სტრომ რეზოლუციის პროექტი დადებითად შეაფასა, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ ერაყში გაეროს როლის საკითხში აუცილებელია "სტრატეგიის შეცვლა". დღესვე, ბერლინში, კანცლერ შრიოდერის პრესმდივანმა ბელა ანდამ შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს უწოდა "ნედლი პროექტი", რომელიც გერმანიისთვის სასურველ ყველა ელემენტს არ ფარავს.
XS
SM
MD
LG