Accessibility links

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობას შეხვდა ერაყში

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობას შეხვდა ერაყში
რამსფელდმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ოცზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს სამშვიდობო კონტინგენტის ფორმირებაში, რომელიც ერაყის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში განთავსდება და პოლონეთის სარდლობას დაექვემდებარება. პენტაგონის ხელმძღვანელი მიესალმა ამასთანავე ცნობას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთმა გადაწყვიტა კიდევ 120 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს ერაყში. ვაშინგტონი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს მიიღოს თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ერაყის საკითხზე, რომელიც 15-ტი ათასკაციანი საერთაშორისო კონტინგენტის მონაწილეობას ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციაში, როცა საერთო ვითარების სამხედრო და პოლიტიკური კონტროლირება კვლავ შეერთებულ შტატებს დაეკისრება. საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა გააკრიტიკეს ეს დოკუმენტი, განაცხადეს რა, რომ მასში არაა მოცემული ერაყში გაეროს როლის გაფართოების გარანტია და კონკრეტულადაა არაა ამასთანავე განსაზღვრული ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის გზები.
XS
SM
MD
LG