Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაოფიციალურ შეხვედრაზე დღეს იტალიის ქალაქ


არაოფიციალურ შეხვედრაზე დღეს იტალიის ქალაქ რივა დელ გარდაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

არაოფიციალურ შეხვედრაზე დღეს იტალიის ქალაქ რივა დელ გარდაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
მინისტრები შეთანხმდნენ შავ სიაში შეიტანონ ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ორშაბათსი შეხვედრაზე განიხილავენ ასევე ჰამასის ანაბრებზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. მინისტრებმა თავიანთი შეხედულება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი გადადგა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ სინანული გამოთქვა მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნოს იქ შექმნილ ვითარებას [ხავიერ სოლანას ხმა]: "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი უაღრესად კრიტიკულ ფაზაშია შესული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიხმაროთ ყველა შესაძლო ღონე. ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობთ ძალზედ წინააღმდეგობრივია, მაგრამ ცხადია, რომ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა წერილობითი თხოვნა წარადგინა გადადგომის შესახებ. ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პალესტინელთა პარლამენტი და ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი. მე სასწრაფოდ გავემგზავრები ახლო აღმოსავლეთში, რათა პირადად გავერკვიო შექმნილ ვითარებაში", - განაცხადა ხავიერ სოლანამ.
XS
SM
MD
LG