Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციისთვის ცნობილია ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში


პოლიციისთვის ცნობილია ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობა.

პოლიციისთვის ცნობილია ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ":პრაიმ-ნიუსს" უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რუბენ ასანიძემ. მას ეჭვმიტანილების ვინაობა და გამოძიების ვერსიები არ გაუმხელია. პარასკევს ახალციხეში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გელა კვარაცხელია მომხდარს "პოლიტიკური შინაარსის ტერაქტად" მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG