Accessibility links

მაკედონიაში პოლიციასა და ეთნიკურ ალბანელ


მაკედონიაში პოლიციასა და ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებს შორის შეტაკებაში რამდენიმე მეამბოხე დაიღუპა.

მაკედონიაში პოლიციასა და ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებს შორის შეტაკებაში რამდენიმე მეამბოხე დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის სპეცშენაერთებმა არმიის მხარდაჭერით დაიწყეს სოფელ ბრესტის მახლობლად მეამბოხეების "ნეიტრალიზაციისა და დაპატიმრების" ოპერაცია. ბრესტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მდებარეობს. ამავე ინფორმაციით, სამთავრობო ჯარებში მსხვერპლი არ არის. ეუთოს პრესმდივან იზაბელ დე რუიტის განცხადებით, ეუთო მხარს უჭერს ამ ოპერაციას. ეთნიკური ალბანელები მაკედონიის მოსახლეობის თითქმის მესამედ ნაწილს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG