Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში 5000-მდე


ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ადგილობრივი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით.

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ადგილობრივი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით.
ის გასულ თვეში დააპატიმრეს ნავთობსადენის წინააღმდეგ დივერსიულ აქტში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. დემონსტრანტებმა მოითხოვეს აგრეთვე ქირქუქის ქურთი გუბერნატორის დათხოვნა და ახალი არჩევნების ჩატარება. საპროტესტო გამოსვლა გაიმართა ბაღდადშიც. პრეზიდენტის სასახლის ყოფილმა მუშაკებმა, 200-მდე კაცმა გადაუხდელი ხელფასები მოითხოვა. დემონსტრაცია გაიმართა სასახლესთან, რომელშიც ახლა ერაყის ამერიკული ადმინისტრაციია განთავსებული. ამასობაში კი ბრიტანელი სამხედროების კონტროლს დაქვემდებარებულ სამხრეთ ერაყში განთავსება დაიწყო იქ დამატებით გაგზავნილმა 120-მა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურემ. ასევე სამხრეთი ერაყიდან მოსული ინფორმაციით, ბასრაში ორჯერ დაუშინეს ცეცხლი შიიტი მუსლიმანების პარტია "ალ-დავას" შტაბბინას. პარტიის პრეს-მდივნის თქმით, დაკავებულია ერთი თავდამსხსმელი. პოლონელი სამხედროების კონტროლზე დაქვმდებარებულ სამხედრო ზონაში კი უკრაინელმა ჯარისკაცმა მოკლა ერაყელი მძღოლი, რომელმაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ავტომანქანა არ გააჩერა.
XS
SM
MD
LG