Accessibility links

logo-print

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი აპირებს


პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი აპირებს, პარალმენტის სპიკერს, აჰმედ კორეის შესთავაზოს პრემიერ-მინისტრობა.

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი აპირებს, პარალმენტის სპიკერს, აჰმედ კორეის შესთავაზოს პრემიერ-მინისტრობა.
ცნობების თანახმად, არაფატმა თავისი პარტიის, ფატაჰის ფრაქციის ცენტრალურ კომიტეტს რამალაჰში, დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე შეატყობინა თავისი არჩევანი. კანდიდატურა ცენტრალურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, ვიდრე მას პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს შესთავაზებენ. ეს ნაბიჯი მოჰყვა შაბათს მაჰმუდ აბასის გადადგომას - მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხი თვე იმუშავა ისე, რომ ვერ აღკვეთა პალესტინელი ექსტრემისტებისა და ისრაელის ჯარების ძალადობა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო ახალ კანდიდატს, აჰმედ კორეის - ის იყო ისრაელსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მიერ 10 წლის წინ ხელმოწერილი ოსლოს სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი სულისჩამდმგმელი. ის მიჩნეულია ზომიერი კურსის მომხრე მოღვაწედ და პარლამენტს სათავეში უდგას 1996 წლიდან. კრიზისი პალესტინელების ხელმძღვანელობაში საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ტელეკომპანია "ABC"-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვინც უნდა გახდეს პალესტინელების ახალი პრემიერ-მინისტრი, მას უნდა ჰქონდეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაპირისპირების უნარი.
XS
SM
MD
LG