Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკებებში დაიღუპა 7


ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკებებში დაიღუპა 7 და დაიჭრა 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკებებში დაიღუპა 7 და დაიჭრა 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესმა" ეს ცნობა ბოლო დღე-ღამის მანძილზე დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის შესახებ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლისაგან მიიღო. ამ ოფიციალურმა პირმა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, აღნიშნა, რომ 5 ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის სამხედრო პოსტებზე მეამბოხეების იერიშის შედეგად, 2 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე კი სახმელეთო ნაღმების აფეთქებამ შეიწირა.
XS
SM
MD
LG